Legacy Consulting

შენი წარმატების სამართლებრივი საფუძველი.

თქვენი სიმტკიცისა და სიძლიერის გარანტია!

ჩვენს შესახებ

Legacy Consulting – თქვენი საიმედო პარტნიორი სამართლებრივ საკითხებში.

ჩვენ სპეციალიზებულნი ვართ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში და ვთავაზობთ როგორც აუთსორსინგულ, ისე კონკრეტულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის თუ პირადი საჭიროებების მიხედვით.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზს, დავების მართვას, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების წინაშე წარმომადგენლობას, ასევე ბიზნესისა და კერძო პირებისთვის საკანონმდებლო კონსულტაციებს.

ჩვენთვის მთავარი პრინციპია სიზუსტე, ეფექტურობა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა. Legacy Consulting-თან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ პროფესიონალურ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

დაიწყე შენი მემკვიდრეობის შექმნა დღეს!

თქვენი სამართლებრივი პარტნიორი წარმატების გზაზე!

იურიდიული სერვისები

“პროფესიონალური სამართლებრივი მომსახურება – თქვენი დაცვა, თქვენი წარმატება!”

სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება

სამართლებრივ დოკუმენტების გამზადება, გამართვა, კანონდმებლობასა და თქვენს ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა.

შრომის სამართალი

შრომით ხელშეკრულებების შედგენას, შრომითი დავების მართვას, კონსულტაციებს და შრომითი სამართლის დარღვევების პრევენციას. შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრინველყოფა.

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივ მხარდაჭერა, დავების მართვა. ლიცენზიების, ნებართვებისა და ადმინისტრაციული აქტების სამართლებრივი ანალიზი.

საკორპორაციო სამართალი

გთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაარსებიდან მის სტრუქტურულ რეორგანიზაციამდე. რეგისტრაცია, შერწყმა-გაერთიანება, ბიზნეს ტრანზაქციების სამართლებრივ უზრუნველყოფა.

შიდა კორპორატიული დოკუმენტაცია

წესდებებს, შინაგან განაწესებს, ეთიკის კოდექსებს და სხვა შიდა-სამართლებრივი დოკუმენტაციების მოწესრიგება.

IP-ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

სავაჭრო ნიშნების, პატენტების და საავტორო უფლებების რეგისტრაცია, დარღვევების იდენტიფიცირება და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა.

დებიტორული პორტფოლიოს მართვა

გთავაზობთ სამართლებრივი მხარდაჭერის სრულ სპექტრს ვალების ამოღებისა და დებიტორული დავების მოგვარების პროცესში – დავალიანებების სამართლებრივი ანალიზიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში

წარმომადგენლობა როგორც საერთო სასამართლოებში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებში. ჩვენ ვიბრძვით თქვენი ინტერესების დასაცავად და საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

აუთსორს იურიდიული მომსახურება

“იურიდიული მხარდაჭერა თქვენს გვერდით – ხარისხიანი აუთსორსინგი, ყოველ ნაბიჯზე!”

საბაზისო პაკეტი – "Legal Start"

400 ლარი/თვეში

გაფართოებული პაკეტი – "Legal Pro"

800 ლარი/თვეში

პრემიუმ პაკეტი – "Legal Shield"

1200 ლარი/თვეში

ხშირად დასმული შეკითხვები

აუთსორსული მომსახურება მოიცავს იურიდიული სერვისების ყოველთვიურ მიწოდებას თქვენი კომპანიისთვის, როგორც დამატებითი განყოფილება, იურიდიული დეპარტამენტი. კონკრეტული მომსახურება კი ერთჯერადი საჭიროებების გაშუქებას ეხება, მაგალითად, კონკრეტული ხელშეკრულების ან დოკუმენტის მომზადება.

თანამშრომლობის დასაწყებად საჭიროა პირველადი კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს. შემდეგ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელშიც განისაზღვრება მომსახურების მოცულობა და პირობები.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენს შიდა იურიდიულ გუნდთან და დავეხმაროთ მათ კომპლექსური საკითხების გადაჭრაში, სამართლებრივი ანალიზისა და სტრატეგიის შემუშავებაში.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კლიენტების ინფორმაციის დაცვა, ამიტომ ვხელმძღვანელობთ კონფიდენციალურობის პოლიტიკით და სრულად ვიცავთ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ უფასო პირველადი კონსულტაციას, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ თქვენი კომპანიის საჭიროებები და სამართლებრივი საკითხები. კონსულტაციის დასაჯავშნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, ელ. ფოსტით ან ვებგვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით.

pnj

დაგვიკავშირდით

მის: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N81/9

ელ. ფოსტა: Info@LegacyFirm.ge
ნომერი: +995 591-24-93-93

სამართლებრივი წარმატება სასამართლოს ფარგლებს სცდება – ეს თქვენი ინტერესების დაცვაა, თქვენი ბიზნესის გაძლიერება და სიმშვიდის უზრუნველყოფა. ჩვენ ვზრუნავთ სამართალზე, რათა თქვენ შეძლოთ ზრდაზე ფოკუსირება.”

- Legacy Consulting

Your Law Firm